შეძენილი პროდუქტის დაბრუნების პირობები
დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც.
რა შემთხვევაში შემიძლია პროდუქტის დაბრუნება?
Unicorn.ge პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი, თუ:
- გადაიფიქრეთ შეძენა. არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე თუ:
- შეძენილი პროდუქტი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
- პროდუქტი ჰერმეტულად დაცული საქონელია, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და ამდენად პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
- მიწოდებული პროდუქტი მიწოდების დროს მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქტს;
- პროდუქტი არის დალუქული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
- პროდუქტის ღირებულება არ აღემატება 100 ლარს;
- მომხმარებლის მიერ დარღვეულია პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა (ყუთი, პარკი, ლუქი);
- პროდუქტზე აღინიშნება გამოყენების კვალი;
- პროდუქტი ჰიგიენური ხასიათის საგანია;
- პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი.
- Unicorn.ge – მ არ შეასრულა დანაპირები:
- პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
- პროდუქტი დაზიანებულია;
- მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა unicorn.ge-ის მხრიდან;
- პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.
საფუძვლის მითითების გარეშე მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
რამდენ დღეში შემიძლია ნივთის დაბრუნება?
- პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა პროდუქტის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა. აღნიშნული ვადა აითვლება მომხმარებლის მიერ პროდუქტის მფლობელობაში მიღებიდან.
როგორ უნდა დავაფიქსირო მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლაზე?
- შეგიძლიათ განაცხადოთ მოთხოვნა წერილობითი სახით. დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შეგიძლიათ მოგვწეროთ WhatApp ჩატის +995 599 23 40 66; ან ელექტორნული ფოსტის საშუალებით sales@unicorn.ge.
რა პროცედურა უნდა დავიცვა თანხის ანაზღაურებისთვის?
- თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში. საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის დაუზიანებელი ყუთი, აქსესუარები და სხვა.
რამდენ დღეში მოხდება პროდუქტის დაბრუნება?
- თბილისის და ბათუმის მასშტაბით ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 48 საათში
- Unicorn.ge-ის წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან ნივთის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით.
როგორ მოხდება თანხის ანაზღაურება?
Unicorn.ge ნივთის უკან დაბრუნების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურება/უკან დაბრუნების სტატუსის შესახებ.
ქარხნული წუნის შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნების ან ნივთის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას გაიგებთ 5 დღის განმავლობაში.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.
უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან.
როგორ მოხდება დაბრუნებული პროდუქტის თანხის ანაზღაურება?
- თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელს იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა.
ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:
- Unicorn.ge-ი მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას აანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას.